როგორ იქცევიან ზოდიაქოს ნიშნები სექსის შემდეგ

ვერძი – ვერ ისვენებს და სასწრაფოდ ითხოს კიდევ ერთხელ აქტის გამეორებას, თუნდაც ეს ინფარქტის ფასად დაუჯდეს.

კურო – მაშინვე გარბის სამზარეულოში და ჭამას იწყებს, შესაძლოა, თავთან ბუტერბროდის დიდი ნაჭერიც ჰქონდეს წინასწარ მომზადებული.

ტყუპი – სასწრაფოდ რთავს ტელევიზორს და ახვევს საყვარელ გადაცემაზე, რომლის ყურებაც ვერ მოასწრო.

კირჩხიბი – იწყებს ხმამაღლა ოცნებას, რამდენი შვილი გეყოლებათ და რა სახელებს დაარქმევს მათ.

ლომი – გაუთავებლად საუბრობს საკუთარ სიძლიერეზე და გემუქრებათ, რომ თუ მოინდომა სამჯერაც გაიმეორეს.

ქალწული – მაშინვე იწყებს დაყვედრებას თუ როგორი ერთგულია თქვენი და ღალატი აზრად არ გაუვლია.

სასწორი – თვალებში გიყურებთ და სიამოვნება თუ შეგატყოთ, არც თავად დაიხევს უკან და მოჰყვება ტყუილების ლაპარაკს როგორ გააგიჟეთ.

მორიელი – ისეთ სახეს მიიღებს, რომ ვერ მიხვდებით რა იგრძნო. მისი გესლის ატანა უკვე შეუძლებელია.

მშვილდოსანი – გაუთავებელ ხვევნა-კოცნას დაგიწყებთ და თავს მოგაბეზრებთ. გეტყვით, რომ არ ეყო და ახლა ასე უნდა დაკმაყოფილდეს.

თხის რქა – იწყებს ფულზე წუწუნს და ისე არ დატოვებს საწოლს ასი დოლარი მაინც თუ არ ისესხა თქვენგან.

მერწყული – ტანსაცმლის გახდას შემდეგ იწყებს, საუბრით, რომ ძალიან დასცხა.

თევზები – უბრალოდ გადაბრუნდება და დაიძინებს, მანამდე გეტყვით, რომ სიამოვნება არ დაურღვიოთ.

Be the first to comment

Leave a Reply

Your email address will not be published.


*